geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ვორქშოფი „ალგებრული გეომეტრია და ჯგუფების და რგოლების მოდელების თეორია“

26 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ვორქშოფი „ალგებრული გეომეტრია და ჯგუფების და რგოლების მოდელების თეორია“ გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები: მიხეილ ამაღლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო თენგიზ ბოკელავაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო. ალექსეი მიასნიკოვი სტივენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰობოკენი, აშშ.  ოლგა ხარლამპოვიჩი ნიუიორკის უნივერსიტეტი, აშშ არიან. ღონისძიება 29 აგვისტოს დასრულდება.

 

ვორქშოფი თსუ-ში, უკვე მეოთხე წელია ზედიზედ იმართება. მასში მონაწილეობენ მათემატიკოსები, მსოფლიო დონის მეცნიერები აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან და საქართველოდან. სულ 45 მათემატიკოსი. ასევე  მონაწილეობენ მათემატიკის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები თსუ-დან, თსუ-ს მათემატიკის მიმართულების პროფესორები,  ასევე ფილდსის პრემიის (ეს არის ნობელის პრემიის სადარი მათემატიკაში, ნობელის პრემია მათემატიკაში არ გაიცემა.) ლაურეატი ეფიმ ზელმანოვი. (სან-დიეგოს უნივერსიტეტი, აშშ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩინეთი).

 

ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება უახლესი შედეგები ალგებრული გეომეტრიის მიმართულებით, ჯგუფების და რგოლების მოდელების თეორიის მიმართულებით. ერთი დღე დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მათემატიკურ კვლევებში. გაიმართება დისკუსიები ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ და  მათი გადაჭრის გზებზე.

 

ღონისძიების გახსნას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. პეტრე ბაბილუა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ალექსანდრე მესხი, თსუ-ს მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ომარ ფურთუხია, მათემატიკის მიმართულების პროფესორები დაესწრნენ.

 

დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის გაღრმავება ნიუ -იორკის უნივერსიტეტთან, სტივენსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (აშშ) , ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, პალერმოს უნივერსიტეტთან (იტალია) მათემატიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით.

თარიღი: 26/08/2026